ფეხბურთი

14:51 | 9.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ვესტ ჰემმა“ ახალი სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა

„ვესტ ჰემმა“ 2022-23 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა. მაისურები ტრადიციული მუქი ბორდსფერია. წინა მხარეს კლუბის, ტექნიური სპონსორის და ფირმა Umbro-ს ლოგოტიპებია მოთავსებული. საყელოზე და მკლავებზე ცისფერი ზოლებია გამოსახული. მკლავებზე ნახატი გრაფიტის სტილშია შესრულებული.

პრემიერლიგის გასულ სეზონში „ვესტ ჰემმა“ მე-7 ადგილი დაიკავა. ევროპა ლიგის გათამაშებაში კი ნახევარფინალს უწია, სადაც გერმანულ „აინტრახტთან“ დამარცხდა.

თეგებივესტ ჰემი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112234