ფეხბურთი

14:19 | 9.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ ოთხი ფეხბურთელის წასვლის შესახებ გამოაცხადა

„ლივერპულმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გუნდიდან ოთხი ფეხბურთელის წასვლის შესახებ გამოაცხადა.

ესენი არიან: გერმანელი მეკარე ლორის კარიუსი, რომელიც „წითლების“ ღირსებას 2016 წლიდან იცავდა და გასული სეზონი იჯარის წესით გაატარა ბერლინის უნიონში.

ბელგიელი თავდამსხმელი დივოკ ორიჯი, ვინც მერსისაიდულ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა.

და კლუბის აღზდილები - შეი ოჯო და ბენ ვუდბერნი. ესენი ახალდამთავრებულ სეზონში იჯარის წესით თამაშობდნენ „მილუოლსა“ და „ჰართსში.“

ივნისის ბოლოს ოთხივე თავისუფალი აგენტი ხდება.

0.109905