ფეხბურთი

11:25 | 9.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: „ჩვენ „ბარსელონას“ აღორძინება შევძელით“

„ბარსელონას“ პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, ჟურნალისტებს კლუბის დღევანდელ მდგომარეობაზე ესაუბრა.

„როცა „ბარსელონაში“ დავბრუნდი კლუბი კლინიკურად მკვდარი იყო. ახლა კი ჩემპიონთა ლიგაში ვართ. 16 ივნისს შევიკრიბებით და ეკონომიკურ სიტუაციას განვიხილავთ, რომელიც დღემდე რთული რჩება.

როცა კლუბი ჩავიბარეთ, ვალების გასტუმრების უნარიც არ ჰქონდა. საშინელი მდგომარეობა იყო. მაგრამ ჩვენ „ბარსელონას“ აღორძინება შევძელით და ამიერიდან ის ისევ მოწინავეთა შორისაა.“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს CalcioNews24.

0.110646