„პაერი სენ-ჟერმენმა“ „ინტერთან“ სლოვაკი მცველის, მილან შკრინიარის ტრანსფერის თაობაზე დაიწყო მოლაპარაკება - გვამცნობს RMC Sport.
წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერის ინიციატორი პარიზული კლუბის ახალი სპორტული დირექტორი, ლუიშ კამპუში გახდა.
შკრინიარით „მანჩესტერ სიტიც“ ყოფილა დაინტერესებული, თუმცა მაღალ ფასს (70-80 მილიონი ევრო) შეუშინებია.
„ინტერს“ თავადაც სურს ფეხბურთელის შენარჩუნება, თუმცა კარგ წინადადებაზე უარს არ იტყვის.
შკრინიარი „ინტერში“ 2017 წლიდან თამაშობს.