ესპანელი ამომავალი ვარსკვლავი კარლოს ალკარასი, ქვინზ კლაბის პოპულარულ საბალახო ტურნირს გამოტოვებს, რომელიც ლონდონში ჩატარდება და უიმბლდონის წინ, ბოლო მოსამზადებელი ეტაპია. როგორც 19 წლის ჩოგბურთელი ამბობს, ამის მიზეზი, იდაყვის მცირე პრობლემა, რაც მკურნალობას საჭიროებს.
ალკარასმა საფრანგეთის ღია პირველობაზე მეოთხედფინლში გააღწია, გასულ სეზონში კი აშშ-ის ღია პირველობაზეც რვა საუკეთესოს შორის იყო. ბოლო 29 წელიწადში ის გახდა ყველაზე ახლგაზრდა ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ორი ტურნირის მეოთხედფინალებში თამაში მოახერხა.
„ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ქვინსზე ვითამაშებდი. მაგრამ იდაყვზე მცირე პრობლემა აღმომაჩნდა, რომელსაც მიხედვა უნდა. იმედი მაქვს, მომავალ სეზონში იქ თამაშის შესაძლებლობა მექნება“, - ამბობს ალკარასი.
ესპანელმა თინეიჯერმა სათიხნარო სეზონი შესანიშნავად ჩაატარა - ზედიზედ მოიგო ბარსელონას და მადრიდის ტურნირები. როგორც ჩანს, ბალახზე მოთელვის გარეშე მოუწევს უიმბლდონზე ჩართვა, რომელიც 27 ივნისს დაიწყება.