ფეხბურთი

0:20 | 9.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისმა "სლოვანი" დატოვა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ბრატისლავის „სლოვანს“ აღარ გაწვრთნის. ინფორმაცია სლოვაკური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მხარეებმა თანამშრომლობის გაწყვეტა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შემადგენლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო ვაისს იმისთვის, რაც ჩვენი კლუბისთვის გააკეთა. ჩვენ კონტრაქტის გაწყვეტაზე შევთანხმდით, რადგან ვაისმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება არსებული შემადგენლობით. როგორც კლუბი, ამჟამად არ ვართ ისეთ ფინანსურ მდგომარეობაში, რომ შემადგენლობა მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ, რასაც დიდი თანხები სჭირდება. ამიტომ, ჩვენი გზები ერთმანეთს დაშორდა და მას მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ“, - თქვა „სლოვანის“ გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკმა.

ვლადიმირ ვაისმა „სლოვანი“ 2021 წლის მაისში ჩაიბარა და გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონი ორჯერ გახადა, გარდა ამისა, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გაიყვანა, სადაც ბრატისლაველებმა 6 მატჩში 8 ქულა აიღეს.

სწორედ ვაისმა წაიყვანა „სლოვანში“ გასულ ზაფხულს გურამ კაშია და ჯაბა კანკავა, რომლებსაც სლოვაკურ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულს ეწურებათ.

0.117929