ფეხბურთი

20:50 | 8.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

კულიბალი: "ნამდვილად არ ვიცი, "ნაპოლიში" დავრჩები თუ არა"

„ნაპოლი“ შესაძლოა კალიდუ კულიბალიმ დატოვოს. სენეგალელ ფეხბურთელს ერთი წლის შემდეგ კონტრაქტი ეწურება და კლუბმა ის უფასოდ რომ არ დაკარგოს, დიდი შანსია, მიმდინარე ზაფხულს გაყიდოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ კულიბალი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

სენეგალელმა მცველმა თქვა, რომ თავის მომავალზე არაფერი იცის, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ „ნაპოლი“ მართლაც დატოვოს.

„ახლა სენეგალში ვარ, მერე ვნახოთ რა მოხდება. „ბარსელონა“? არ მინდა ვინმე მოვატყუო, მომავლის შესახებ არაფერი ვიცი, ეროვნულ ნაკრებზე ვარ ორიენტირებული და არავისთან მისაუბრია. აქ 2-3 დღე დავრჩები, მინდა, ცოტა დრო სახლში გავატარო, მერე ევროპაში დავბრუნდები და ვნახოთ. თუმცა, მინდა, რომ ყველაფერი სწრაფად მოგვარდეს“, - თქვა კულიბალიმ.

შეგახსენებთ, რომ კალიდუ კულიბალი „ნაპოლიში“ 2014 წლიდან თამაშობს და 317 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი. მას ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და თუ ახლა არ განაახლებს, კლუბი ალბათ გაყიდის, რადგან ეს პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმაც დაადასტურა. 30 წლის სენეგალელს მანამდე ფრანგულ „მეცსა“ და ბელგიურ „გენკში“ უთამაშია.

0.116423