ფეხბურთი

19:24 | 8.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კორღალიძემ "საბურთალო" დატოვა

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ლევან კორღალიძემ “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მასთან ერთად გუნდს დაემშვიდობა ნიკოლოზ გუშარაშვილი, რომელიც მთავარ მწვრთნელს ეხმარებოდა.

"საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” მადლობას უხდის კორღალიძესა და გუშარაშვილს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს “საბურთალომ” ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოპოვება შეძლო. თბილისური კლუბი ეროვნულ ლიგაში 16 ტურის შემდეგ 23 ქულით მეხუთე ადგილზეა.

0.114616