იტალიის ნაკრების ფეხბურთელი ფედერიკო ბერნარდესკი „ნაპოლიში“ გადავა. Sky Sport-ის ცნობით, შეთანხმება თითქმის მიღწეულია.
ბერნარდესკიმ „იუვენტუსი“ დატოვა და თავისუფალი აგენტია. მასთან მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებს კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელიც ფედერიკოს 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.
იტალიური მედიის ცნობით, ბერნარდესკი თანახმაა ნეაპოლში გადავიდეს და „აძურის“ ღირსება დაიცავს. ბერნარდესკის ტრანსფერით „ნაპოლის“ დატოვება მოუწევს მატეო პოლიტანოს, რომელიც მარჯვენა ფლანგის ფეხბურთელია. გარდა ამისა, იტალიური მედია წერს, რომ ბერნარდესკის ტრანსფერი არ გამორიცხავს „უდინეზედან“ ჟერარ დეულოფეუს ტრანსფერს და ნეაპოლელები ესპანელის გადაბირებასაც ეცდებიან.
აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლის“ სულ მალე ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდება. ბერნარდესკი და დეულოფეუც ფალნგის შემტევები არიან თუმცა თუ ესპანელი უფრო მეტად ხვიჩას პოზიციაზე, მარცხნივ ირჯება, იტალიელისთვის იდეალური პოზიცია მარჯვენა ფლანგია.