გარეთ ბეილი შესაძლოა „ხეტაფეში“ გადავიდეს. ესპანური კლუბის პრეზიდენტმა ანხელ ტორესმა ეს ინფორმაცია თავად დაადასტურა.
„45-50 წუთის წინ ბეილის აგენტს ველაპარაკე და ის შემოგვთავაზა. ეს ხუმრობა არ არის. ახლა სიტუაციას მწვრთნელთან და სპორტულ დირექტორთან ერთად შევაფასებთ. ეს დიდებული შანსია, რადგან ბეილი დიდი ფეხბურთელია“, - თქვა ტორესმა.
შეგახსენებთ, გარეთ ბეილს მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ესპანურ გრანდს უკვე დაემშვიდობა. თუმცა, 33 წლის უელსელი შესაძლოა მადრიდში დარჩეს და კარიერა „ხეტაფეში“ გააგრძელოს.
აქვე გეტყვით, რომ გარეთ ბეილს თავის დროზე „რეალის“ გარდა, „საუთჰემპტონსა“ და „ტოტენჰემში“ აქვს ნათამაშები.