ანდრეა პირლო დიდი ალბათობით „კარაგუმრუკს“ ჩაიბარებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
როგორც ცნობილი გახდა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. ამრიგად, პირლო, რომელსაც მწვრთნელად აქამდე მხოლოდ ერთი სეზონი უმუშავია, საქმიანობას უბრუნდება.
„კარაგუმრუკმა“ თურქეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მერვე ადგილი დაიკავა. თურქული კლუბის რიგებში ქართველი ფეხბურთელი ვატო არველაძე ირიცხება.
აქვე გეტყვით, რომ ანდრეა პირლომ „იუვენტუსში“ 2020-2021 წლების სეზონში იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო.