„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა მზადაა საკლუბო სატრანსფერო რეკორდი დაამყაროს, თუ „ბენფიკას“ შემტევ დარვინ ნუნიესს შეიძენს - წერს Liverpool Echo.
აქამდე „წითლების“ ყველაზე ძვირი შენაძენი ნიდერლანდელი მცველი, ვირჯილ ვან დეიკი გახლდათ. ის მერსისაიდელებს 2018 წლის იანვარში დაახლოებით 80 მილიონი ევრო დაუჯდათ. ახლა კი უფრო დიდ თანხაზეა საუბარი.
ამ ზაფხულს „ლივერპული“ შესაძლოა, სადიო მანემ დატოვოს. ამიტომ იურგენ კლოპი მის შემცვლელს ეძებს. 22 წლის ურუგვაელი კლოპს გასულ აპრილს მოეწონა, როცა „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბენფიკას“ ხვდებოდა. „კარგი ბიჭია არა? შესანიშნავი ფეხბურთელია. ძალიან კარგი.“ - ამბობდა მაშინ კლოპი ნუნიესზე.