ავტოსპორტი

1:58 | 8.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი შეიძლება გასლიმ შეცვალოს

მას შემდეგ, რაც „რედ ბულმა“ მექსიკელ სერხიო პერესთან კონტრაქტი გააგრძელა, „ალფატაურის“ ფრანგი პიერ გასლი ფაქტობრივად თავისუფალი აგენტი გახდა. ხარებს ნათქვამი აქვთ, რომ თუ გასლისთვის „რედ ბულში“ ადგილი არ მოიძებნება, მას კონკურენტებთან გადასვლის უფოება ექნება.

„ალფატაური“ „რედ ბულის“ უმცროსი გუნდია. ის საშუალო გუნდებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა და თავის პილოტებს, რბოლების ქულებში დასრულების საშუალებას აძლევს. მაგრამ გასლისთვის ეს საკმარისი არაა. მას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ უფრო ძლიერ გუნდში გადასვლას იმსახურებს.

„რედ ბულმა“ გასლი ერთხელ წაიყვანა კიდეც, მაგრამ ფრანგს ახალ გარემოსთან შეგუება გაუჭიანურდა, რის გამოც, ის ისევ „ალფატაურიში“ (ძველი ტორო როსო) დააბრუნეს.

ბრიტანული გამოცემა „მირორი“ წერს, რომ გასლის თავისუფალი აგენტობით, შეიძლება თვით „მერსედესი“ დაინტერესდეს. გაზეთი ვარაუდობს, რომ არაკონკურენტული მანქანის გამო, ჰამილტონი შეიძლება სამქიმიანებს დაემშვიდობოს და კარიერაც კი დაასრულოს. და ამ შემთხვევაში, მის ადგილზე გასლის მიწვევა, ლოგიკური ნაბიჯი იქნება.

მაგრამ იმავე გამოცემის ვარაუდით, გასლის მეორე ვარიანტიც აქვს - ეს არის „მაკლარენში“ გადასვლა. უოკინგელები უკმაყოფილონი არიან ავსტრალიელი დანიელ რიკარდოს გამოსვლებით და შესაძლოა, მისი შეცვლა გადაწყვიტონ. ამ შემთხვევაში, გასლის მიწვევა საუკეთესო გამოსავალი იქნება.

თუმცა ეს მხოლოდ „მირორის“ ვარაუდებია, რომლებიც ერთი მხრივ, არც თუ ისე უტოპიურად შეიძლება ჩანდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112545