ფეხბურთი

23:54 | 7.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

რისტოვსკი: "საქართველოსთან ვაჩვენებთ, რომ მეტი შეგვიძლია"

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელმა მილან რისტოვსკიმ საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მატჩი რთული იქნება, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არიან.

„წინა ორ მატჩში ხარისხიანად ვითამაშეთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია და მგონია, რომ ზუსტად საქართველოსთან ამას ვაჩვენებთ. საქართველოს თავდაჯერებისთვის ორი მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს, მოტივირებულია და ამიტომ რთული მატჩი იქნება. ისინი ჩვენს წინააღმდეგ მოტივირებულები არიან, პირველი ადგილისთვის იბრძვიან, მაგრამ ჩვენ გვჯერა მწვრთნელის იდეების და გუნდის ხარისხის. მინდა ამ მატჩში გამოვავლინოთ მონდომება, ბრძოლა, აგრესია და ყველაფერი.

საქართველოს ნაკრების თამაშის მოკლე ანალიზი გავაკეთეთ, თუმცა, ჩვენს თამაშზე ვართ კონცენტრირებული, უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის და გუნდური სულისკვეთების, რომელსაც იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ გამოვავლენთ“, - თქვა რისტოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები აქამდე სამჯერ შეხვედრიან ერთმანეთს (სამჯერვე 2020 წელს). ორჯერ მატჩი ფრედ დასრულდა, ერთხელ კი მეტოქემ მოიგო. ამჟამად, ორი ტურის შემდეგ ჯგუფს საქართველოს ნაკრები 6 ქულით ლიდერობს, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიას 4 ქულა აქვს.

0.114767