ჩოგბურთი

22:32 | 7.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

შტუტგარტში ბასილაშვილის თამაში შეწყდა და გადაიდო

ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირში ჩაერთო, მაგრამ მისი შეხვედრა წვიმის გამო შეწყდა და ხვალ გაგრძელდება.

ქართველი, რომელიც ტურნირზე მეხუთე ნომრადაა განთესილი იტალიელ ლორენცო მუზეტის 7:5, 6:4 (30:0) ამარცხებდა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ წვიმის გამო თამაში შეწყდა.

ვინაიდან წვიმამ არ გადაიღო, ტურნირის ორგანიზატორებმა თამაშის ხვალისთვის გადადება გადაწყვიტეს.

ამგვარად, ბასილაშვილის თამაში ოთხშაბათს გაგრძელდება და მერვედფინალში გასვლამდე ორი გეიმი აშორებს.

0.114178