ურუგვაის ნაკრებისა და „ბენფიკას“ ფეხბურთელი დარვინ ნუნიესი შესაძლოა „ნიუკასლში“ გადავიდეს. როგორც ცნობილი გახდა, ინგლისური კლუბი ნიჭიერი შემტევით დაინტერესებულია.
„კაჭკაჭებმა“ ლისაბონელებს იგივე შეთავაზება გაუკეთეს, რაც მანამდე „მანჩესტერმა“, მაგრამ ფეხბურთელის პირადი კონტრაქტი გაცილებით გაუმჯობესებულია.
დარვინ ნუნიესმა გასულ სეზონში 42 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, რის გამოც არაერთი გამორჩეული კლუბის ინტერესი მიიპყრო.