ფეხბურთი

17:47 | 7.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩუამენი "რეალში" 100 მილიონ ევროდ გადავა

საფრანგეთის ნაკრებისა და „მონაკოს“ ნახევარმცველი ორელიენ ჩუამენი კარიერას „რეალში“ გააგრძელებს. ფრანგული მედიის ცნობით, მხარეებმა ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს.

22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მადრიდული გრანდი „მონაკოს“ 100 მილიონ ევროს გადაუხდის. ჩუამენი კი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ორელიენ ჩუამენი „ბორდოს“ აღზრდილია, ხოლო „მონაკოში“ 2019 წლიდან დღემდე 95 მატჩში 8 გოლი გაიტანა. საფრანგეთის ნაკრებში მის ანგარიშზე 10 თამაში და 1 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115016