„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელით, გაბრიელ ჟეზუსით, პრემიერლიგის სამი კლუბი - ლონდონური „ჩელსი,“ „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ - დაინტერესდა - გვამცნობს AS.
„ჩელსიმ“ 25 წლის ბრაზილიელს უკვე აცნობა, რომ „ქალაქელებს“ მისი ტრანსფერის შესახებ შეტყობინება გაუგზავნეს. თუმცა პროცესი „ჩელსის“ გაყიდვის გამო იწელება. ამით „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ აპირებენ სარგებლობას და „არისტოკრატებისთვის“ ჟეზუსის „აწაპვნას.“
ჟესუსით „რეალიც“ იყო დაინტერესბული, მაგრამ მადრიდელებმა ბრაზილიელის შეძენა არაევროკავშირელობის გამო გადაიფიქრეს.
გასულ სეზონში ჟეზუსი „სიტისთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა.