ფეხბურთი

12:37 | 7.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მატიჩი „რომაში“ გადავა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, ნემანია მატიჩი, რომელსაც მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი წლეულს 30 ივნისს უმთავრდება, იტალიურ „რომასთან“ გააფორმებს ხელშეკრულებას - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

33 წლის მატიჩი უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და რომაულ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების პერსპექტივით.

მატიჩი „მანჩესტერში“ 2017 წელს გადავიდა „ჩელსიდან.“ ჯამში მან მანკუნიანელთა შემადგენლობაში 189 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთ გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ „რომას“ ახლანდელი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიუს ხელმძღვანელობით, მატიჩს ადრე „ჩელსისა“ და „მანჩესტერში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129302