ფეხბურთი

10:51 | 7.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო პსჟ-ში თავისი მომავლის შესახებ

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახლა ისვენებს და გუნდში მუშაობას ჩვეულებრივ გააგრძელებს.

„პარიზულ კლუბში კონტრაქტით კიდევ ერთი წელიწადი დამრჩა სამუშაო. უამრავი ჭორები დადის. უკვე ბევრჯერ „გამათავისუფლეს“ თანამდებობიდან, მაგრამ თუ ასეთ კლუბში მოხვდი, გამიდის კარგი მწვრთნელი ხარ. მე ერთ-ერთი საუკეთესო გახლავართ.

ჩემპიონთა ლიგაში ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა „რეალთან“ გამარჯვებამდე, თუმცა მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს.

ახლა შვებულებაში ვარ. ცოტა ხანში კი ჩვეულებრივ გავაგრძელებ მუშაობას. - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს Esport3.

0.115603