ფეხბურთი

10:24 | 7.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მილანში“ დარჩენის გამო იბრაჰიმოვიჩი ხელფასის დაკლებაზე თანახმაა

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კლუბში დარჩენის გამო მზადაა ხელფასი დაიკლოს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, შვედი ვეტერანი უახლოეს დღეებში კლუბის მმართველებს შეხვდება და თავის მომავალზე ესაუბრება.

ახლახან 40 წლის ზლატანმა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა. აღდგენის პროცესი დაახლოებით შვიდ-რვა თვეს გაგრძელდება, ამიტომ ის მზადაა ხელფასი დაიკლოს, თუკი კლუბში დარჩება.

0.11238