ფეხბურთი

1:58 | 7.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "ჩემში რაღაც მოკვდა, მინდა ახალი ემოციები განვიცადო"

რობერტ ლევანდოვსკიმ კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ „ბაიერნის“ დატოვება სურს. პოლონელი ფეხბურთელის განცხადებით, ამდენი წლის შემდეგ ახალი გამოცდილების მიღება სურს, რადგან ახალი ემოციების განცდა უნდა.

„ჩემში რაღაც მოკვდა და ამას ვერ გადავლახავ. ჩემს ცხოვრებაში მეტი და ახალი ემოცია მინდა. როცა ერთსა და იმავე კლუბში მრავალი წლის განმავლობაში ხარ, ყოველთვის მზად ხარ ითამაშო, მიუხედავად ტკივილისა და ტრავმებისა. ახლა საჭიროა, ორივე მხარისთვის საუკეთესო გამოსავლის პოვნა, აზრი არ აქვს ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღებას, ამდენი ხნის შემდეგ მითუმეტეს“, - თქვა ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკის „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მის განახლებაზე უარს ამბობს. გერმანული კლუბი ფეხბურთელის გასხვისებას ამ ზაფხულს არ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ ლევანდოვსკი კლუბის დატოვების სურვილს ღიად გამოხატავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113081