ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები მოგების გარეშეა. დანიასთან საშინაო მარცხის შემდეგ დიდიე დეშამის გუნდმა გასვლაზე ხორვატიას ვერ მოუგო.
თავის მხრივ, ხორვატიამაც წარუმატებელი სტარტი აიღო, როცა შინ ავსტრიასთან 0:3 დამარცხდა. სპლიტში ფრანგები მეორე ტაიმის დასაწყისში ადრიენ რაბიომ დააწინაურა, მაგრამ „მამლებმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. 83-ე წუთზე ანდრეი კრამარიჩმა პენალტით გაათანაბრა. ორივე გუნდს ორი ტურის შემდეგ თითო ქულა აქვთ.
დანიის ნაკრებმა საფრანგეთის შემდეგ სტუმრად ავსტრიის ნაკრებიც დაამარცხა. ანგარიში ამჯერადაც იდენტური იყო - 2:1. აღსანიშნავია, რომ ვენაში შუქი ჩაქრა და მატჩი 1 საათის დაგვიანებით დაიწყო. დანია 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობით კი ავსტრიამ პირველად წააგო.
სხვა დივიზიონებს რაც შეეხება, გამოსარჩევი C დივიზიონის მატჩია - ყაზახეთის ნაკრებმა სტუმრად სლოვაკეთი დაამარცხა და დღის სენსაციის ავტორი გახდა. სხვათა შორის, ყაზახეთს ორ ტურში 6 ქულა აქვს, რადგან მანამდე აზერბაიჯანსაც მოუგო.
ხორვატია - საფრანგეთი 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 რაბიო (52), 1:1 კრამარიჩი (83, პენ)