ფეხბურთი

20:45 | 6.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

0:2-დან 3:2 ბოლო ხუთ წუთში: საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა სომხეთს მოუგო

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა სომხეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ძალიან დრამატულ ბრძოლაში 3:2 იმარჯვა.

მატჩი რუსთავში გაიმართა და სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ. ეს ანგარიში 87-ე წუთამდე შენარჩუნდა და თითქოს საქართველოს ნაკრები უნდა დამარცხებულიყო, მაგრამ არა! ზუსტად 5-წუთიან ინტერვალში ქართველებმა სამი გოლი გაიტანეს და მოიგეს.

ლუკა პარკაძემ ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაბრიელ სიგუამ ჯერ გაათანაბრა და მერე ლაშა კალანდაძემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს 18-წლამდე ნაკრები სომხეთს ამხანაგურ შეხვედრაში 8 ივნისს, კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121637