ფეხბურთი

19:27 | 6.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" ჯეიმს მილნერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

„ლივერპულმა“ ჯეიმს მილნერს ახალი კონტრაქტი გაფორმა და 36 წლის ნახევარმცველი „ენფილდ როუდზე“ მომდევნო სეზონსაც გაატარებს.

მილნერის ხელშეკრულება 30 ივნისს იწურებოდა, მაგრამ მხარეებმა ის 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივეს.

შეგახსენებთ, ჯეიმს მილნერი „ლივერპულში“ 2015 წლიდან თამაშობს და 289 მატჩში 26 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ინგლისელი „ლიდს იუნაიტედში“, „სუინდონში“, „ნიუკასლში“, „ასტონ ვილასა“ და „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111586