ფეხბურთი

15:16 | 6.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sport-ის კომენტატორი: "ნაპოლიმ" კვარაცხელიას ტრანსფერში ფული სწორად დახარჯა"

ბულგარეთისა და საქართველოს მატჩის დასასრულს ტელეკომპანია Sky Sport-ის კომენტატორმა კალოჯერო დესტრომ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

მან აღნიშნა, რომ „ნაპოლიმ“ მისი ტრანსფერის გამო ფული სწორად დახარჯა და ეს ინვესტიცია კლუბისთვის წამგებიანი არ იქნება.

„ნაპოლის“ ახალწვეულის დიდებული თამაში. კვარაცხელია თამაშის აბსოლუტური გმირი იყო, არა მხოლოდ საგოლე პასებისა და გოლის გამო. რა თქმა უნდა, სწორად დახარჯული ფულია, რომელიც „აძურიმ“ მასში ჩადო“, - თქვა დესტრომ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი სტუმრად 5:2 დაამარცხა და ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფს ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერობს.

0.10936