ფეხბურთი

14:29 | 6.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგს "მანჩესტერში" დე ლიხტის გადაბირება სურს

ინგლისურ „მანჩესტერ იუნაიტედს“ „იუვენტუსის“ მცველის, მატაის დე ლიხტის შეძენა სურს. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.

ერიკ ტენ ჰაგი დე ლიხტს ძალიან კარგად იცნობს, რადგან მასთან „აიაქსში“ მუშაობდა და ცდილობს, რომ ფეხბურთელი ინგლისში გადაიბიროს. აღსანიშნავია, რომ დე ლიხტმა ნიდერლანდურ მედიას უთხრა, რომ არ იცის, განაახლებს თუ არა კონტრაქტს „იუვენტუსთან“, რომელიც 2024 წელს იწურება.

თუმცა, მეორეს მხრივ, იტალიური მედია იტყობინება, რომ ნიდერლანდელი ტურინში დარჩება და მიუხედავად მისი განცხადებისა, ხელშეკრულების 2026 წლის ზაფხულამდე განახლებას დათანხმდება.

შეგახსენებთ, მატაის დე ლიხტი „იუვენტუსმა“ 2019 წელს „აიაქსიდან“ შეიძინა და მას შემდეგ 117 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116707