ფეხბურთი

13:05 | 6.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდ. მაკედონია - საქართველოს მატჩის მსაჯთა ბრიგადა ცნობილია

ერთა ლიგის მესამე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩს ისრაელის წარმომადგენელი არბიტრები იმსაჯებენ.

მთავარი მსაჯი როი რეინშრეიბერი იქნება, რომელიც საკმაოდ გამოცდილი არბიტრია და დიდი ხანია საერთაშორისო მატჩებზე მუშაობს. მას ქართულ ფეხბურთთან კვეთა ერთხელ ჰქონდა, 2014 წელს, როცა ევროპა ლიგაზე, თურქეთში, „ბურსასპორისა“ და „ჩიხურას“ მატჩი (0:0) იმსაჯა.

რეინშრეიბერის ასისტენტები დავიდ ბიტონი და საგი მუეტცამბერი იქნებიან, მეორე არბიტრის ფუნქციას ეიტან შმუელევიტცი შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ორი ტურის შემდეგ ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩი კი 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112179