კალათბურთი

11:35 | 6.06.2022 | ნანახია NaN - ჯერ

"გოლდენ სტეიტმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა (+VIDEO)

„გოლდენ სტეიტ უორიორზმა“ NBA-ს ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ოკლენდელებმა სერიის მეორე მატჩი „ბოსტონს“ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში 107:88 მოუგო.

გარდამტეხი მესამე პერიოდი იყო, რომელიც „მეომრებმა“ იდეალურად ჩაატარეს და 35:14 მოიგეს, ეს უპირატესობა კი ხელიდან აღარ გაუშვიათ.

პარკეტზე საუკეთესო სტეფ კარი იყო, რომელმაც 29 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. „ბოსტონის“ რიგებში ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩა 28 ქულით, 6 მოხსნით და 3 პასით, მაგრამ ამან „სელტიკსი“ მარცხისგან ვერ იხსნა.

ამრიგად, ანგარიში თანაბარია - 1:1. სერიის მომდევნო მატჩი კი ბოსტონში, 9 ივნისს გაიმართება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:47 | 06.06.2022
ნიკო-ნიკო (92)

რომელი დაძაბულ ბრძოლაზეა საუბარი? ნეტა თქვენ წერა გესწავლათ არ დავეძებ დანარჩენს

16:24 | 06.06.2022
Kobe Bean (21592)

ბოსტონური ვოიაჟის შემდეგ 2-2 იქნება,მერე კი 5-6 თამაშებში დაადებს გოლდენი

0.119645
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}