არგენტინის ნაკრებმა პამპლონაში ესტონეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 5:0 მოიგო.
ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ხუთივე გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა! მან სანაკრებო კარიერაში პირველად მოახერხა ერთ მატჩში 5 გოლის გატანა, უფრო მეტიც, აქამდე 4 გოლიც არ ჰქონდა „ალბისელესტეს“ მაისურით ერთ შეხვედრაში გატანილი.
ზოგადად, არგენტინის ნაკრები კი დიდებულ ფორმაშია, უკვე 33 მატჩია არ წაუგია და მსოფლიო რეკორდამდე, რომელიც იტალიას ეკუთვნის, 4 მატჩი რჩება.