ფეხბურთი

4:16 | 6.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილი: "გვინდოდა, რომ ბულგარეთთან ისტორია გამოგვესწორებინა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა ბულგარეთთან გამარჯვების (5:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სურდათ, რომ ბულგარეთის ნაკრებთან მატჩების ისტორია გამოესწორებინათ.

„გვინდოდა, რომ მოგვეგო და ბულგარეთთან ისტორია გამოგვესწორებინა. დიდი მადლობა მინდა გულშემატკივარს გადავუხადო. ძალიან კარგად ვითამაშეთ და მომდევნო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ, პირველ რიგში ძალები უნდა აღვიდგინოთ. ბედნიერი ვარ, რომ გოლი ისევ გავიტანე და იმედი მაქვს, რომ კიდევ გავიტან. ამ თამაშმა უკვე ჩაიარა, ხვალიდან ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრისთვის მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ“, - თქვა ყაზაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორ ტურში 6 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 9 ივნისს, სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს. ვილი სანიოლის გუნდს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა, საიდანაც 6 შეხვედრა მოიგო და ერთხელ ფრეს დასჯერდა.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის რაზგრადიდან

0.104861