ფეხბურთი

3:42 | 6.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "სამწვრთნელო შტაბმა იდეალურ ტაქტიკას მიაგნო"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა ბულგარეთთან გამარჯვების (5:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ვილი სანიოლმა და მისმა შტაბმა მიაგნეს იმ იდეალურ ტაქტიკას, რომელიც ფეხბურთელების თვისებებს ერგება.

„ვულოცავ გულშემატკივარს და მთლიანად საქართველოს. მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება იყო თუ იმას გავითვალისწინებთ, რა ისტორიაც გვაქვს ბულგარეთთან და განსაკუთრებით გასვლით მატჩებში. ეს ფაქტი ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იყო. ვფიქრობ, სამწვრთნელო შტაბმა მთლიანად მიაგნო ოპტიმალურ ტაქტიკას, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენს გუნდს, ჩვენს სათამაშო სტილს, ფეხბურთელების ინდივიდუალურ მახასიათებლებს. პლუს ამას, მართლა ძალიან მაგარი ხარისხის ფეხბურთელები გვყავს, როგორც ძირითადში, ისე სკამზე. ამას დამატებული უდიდესი მოტივაცია, რომელიც გაგვაჩნია. სათამაშო დისციპლინამ გამოიწვია ის შედეგი, რომელიც გვაქვს, მაგრამ ჯერ არაფერი დამთავრებულა და საქმე გასაკეთებელია. არ იყო სრულფასოვანი რევანში, იმიტომ, რომ პენალტი ვერ გავიტანე და 6:2 მოგვეგო სჯობდა. უბრალოდ გვინდა, რომ ერთა ლიგაზე წარმატებით გამოვიდეთ და უპირველესი მოტივაცია ეს იყო. ის მწარე გამოცდილება, რომელიც წინა ერთა ლიგიდან გვაქვს, გვინდა, რომ გამოვასწოროთ“, - თქვა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორ ტურში 6 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 9 ივნისს, სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს. ვილი სანიოლის გუნდს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა, საიდანაც 6 შეხვედრა მოიგო და ერთხელ ფრეს დასჯერდა.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის რაზგრადიდან

0.121205