სხვა

20:14 | 5.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი მეექვსედ გახდა

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეექვსედ გახდა! ქართველმა ძალოსანმა როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქეებს აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ატაცში ლაშამ 208, 212 და 217 კგ. დაძლია, რის შედეგადაც კონკრეტულ დისციპლინაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ლაშამ აკვრაში მხოლოდ ერთი ცდა გამოიყენა, როცა 245 კგ დააფიქსირა, ხოლო შემდეგ 253 კგ-ს ვერ გაუმკლავდა, რისი მიზეზიც ტრავმაა. ქართველი ძალოსანი ტრავმით ასპარეზობდა. თუმცა, 245 კგ საკმარისი გამოდგა აკვრაში ოქროს მედლისთვის.

ორჭიდში ტალახაძეს 462 კგ დაუგროვდა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მეექვსედ გახდა. აქვე ვთქვათ, რომ ლაშა 5-ჯერ მსოფლიოს და ორჯერ ოლიმპიური ჩემპიონია.

ძალოსნობაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 6 მედლით დაასრულა. ტალახაძის ოქრომდე ვერცხლის მედლები კახი ასანიძემ, შოთა მიშველიძემ და გიორგი ჩხეიძემ მოიპოვეს, ხოლო რეზი დავითაძემ და ანასტასია გიტფრიდმა ბრინჯაოს მედლების მოიპოვეს.

0.116632