ფეხბურთი

21:31 | 5.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ბულგარეთთან ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში ბულგარეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება. ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ვილი სანიოლმა სასტარტო 11-ეულში გიბრალტართან მატჩთან შედარებით რამდენიმე ცვლილება განახორციელა. უფრო კონკრეტულად კი - ხუთი. შედეგად, საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასეთია:

საქართველო (3-4-3): ლორია; კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა; კაკაბაძე, აბურჯანია, კვეკვესკირი, აზაროვი; დავითაშვილი, ზივზივაძე, კვარაცხელია

ბულგარეთი (4-4-2): მიჰაილოვი; ტურისტოვი, ა. ჰრისტოვი, ნედიალკოვი, იორდანოვი; ნედელევი, ჩოჩევი, მილანოვი, დესპოდოვი; მინჩევი, ა. ილიევი

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 4:0 დაამარცხა, ხოლო ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიას შინ ვერ მოუგო (1:1). მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრებს ოქტომბრის შემდეგ თამაში არ წაუგია, ხოლო ბულგარეთის ნაკრებისთვის საპირისპირო ვითარებაა - არ მოუგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110862