ფეხბურთი

12:18 | 5.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარკო როსი: "უნგრეთში ასჯერ უკეთესი სტადიონებია, ვიდრე იტალიაში"

უნგრეთის ნაკრებმა 60-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ნაკრები დაამარცხა. ზოგადად, ბოლო დროს უნგრეთის ნაკრები საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა და ერთი წლის ევროპის ჩემპიონატზე „სიკვდილის ჯგუფიდან“ გასასვლელად რამდენიმე წუთი დააკლდა, როცა გერმანიას ამარცხებდა და გოლი ბოლოს გაუშვა.

ამჯერად უნგრეთი ერთა ლიგაზეა უმძიმეს ჯგუფში, მაგრამ პირველი ტურის მერე ინგლისსაც უსწრებს, იტალიასაც და გერმანიასაც. უნგრელთა პროგრესში მარკო როსის წვლილიცაა, რომელიც ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში. იტალიელმა სპეციალისტმა იტალიური ფეხბურთის მთავარ პრობლემად ძველი სტადიონები და უხარისხო ინფრასტრუქტურა დაასახელა. მან საინტერესო ამბავიც გაიხსენა, როცა ნეაპოლში თამაშის სტადიონიდან ყურებას ტელევიზორიდან ყურება ამჯობინა.

„იტალია ნულზე არის სტადიონების კუთხით, ევროპას ძალიან ჩამორჩება, უნგრეთშიც კი ასჯერ უკეთესი მდგომარეობაა. პირველი და მეორე დივიზიონის თითოეულ გუნდს აქვს ახალი სტადიონი, საკუთარი აკადემია, ყურადღებას ახალგაზრდებზე აკეთებენ. იტალიაში სტადიონები წარმოუდგენლად ძველია და ცუდად გამოიყურება. ორი წლის წინ ნეაპოლში წავედი, რომ უნგრელი ფეხბურთელის თამაში მენახა, რომელიც „ზალცბურგში“ იყო და „ნაპოლის“ ეთამაშებოდა. ის სასტუმროში ვნახე და მერე გადავწყვიტე თამაშისთვის სახლში, ტელევიზორიდან მეყურებინა, იმიტომ, რომ სტადიონიდან მოედანი ძალიან ცუდად ჩანს, ტრიბუნები შორს არის. არ ვიცი, დღეს ასეთი სტადიონების ქონა როგორ არის შესაძლებელი“, - თქვა როსიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117589