ფეხბურთი

13:00 | 5.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "ვიცით, რომ ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გერმანიასთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან თავისი ფეხბურთელები შეაქო, მაგრამ აღნიშნა, ჯერ გრძელი გზა აქვთ გასავლელი.

„გაშვებული გოლის დრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მთლიანობაში კარგად ჩავატარეთ რთული თამაში, რომელშიც ბევრ ფეხბურთელს დებიუტი ჰქონდა. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს თანაბრად ვეთამაშეთ. 6 დებიუტანტი? კარგი ბიჭები გვყავს და მათ თამაშის საშუალებას ვაძლევთ. ახალი ციკლის საფუძველი? ვიცით, რომ ეს შედეგი არაფერს ცვლის, წინ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებში გერმანიასთან 6 ფეხბურთელმა პირველად ითამაშა და „სკუადრა აძურა“ სრულიად განახლებული შემადგენლობით თამაშობდა. მანჩინის გუნდი ერთა ლიგის მეორე ტურში უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113652