ფეხბურთი

11:41 | 5.06.2022 | ნანახია NaN - ჯერ

მანე: "სენეგალელებს თუ სურთ, მაშინ "ლივერპულიდან" წავალ"

სადიო მანეს „ლივერპულიდან“ შესაძლო წასვლაზე ბევრი საუბარია და დიდი შანსია, რომ მან ინგლისური გრანდი ზაფხულში დატოვოს.

აღსანიშნავია, რომ სენეგალში გამოკითხვა ჩატარდა და გამოკითხულთა 70%-ს სურს, რომ სადიომ „ლივერპული“ დატოვოს. ამაზე ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე იხუმრა კიდეც და თქვა, რომ მათი სურვილისამებრ მოიქცევა.

„სენეგალელთა 60-70%-ს სურს, რომ „ლივერპულიდან“ წავიდე? მაშინ ამას გავაკეთებ, მოითმინეთ“, - თქვა მანემ.

შეგახსენებთ, სადიო მანეს ყველაზე აქტიურად მიუნხენის „ბაიერნს“ უკავშირებენ. მას „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:15 | 09.01.2019
armenakich13 (577)

დილემა არის 2 არასასურველ ვარიანტს შორის არჩევანის გაკეთება და დავიჯერო მერებას არცერთი არ სურს?!

19:03 | 09.01.2019
lagashi (6738)

არ ხარ იმ ასაკში ახალი გამოწვევები მიიღო, გააგრძელე კონტრაქტი

18:13 | 09.01.2019
XoMe (1384)

არუნდა გადავიდეს

0.064686