ფეხბურთი

1:21 | 5.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "თუ ჩვენ თამაშს ვითამაშებთ, სასურველი შედეგის მიღწევას შევძლებთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში ბულგარეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ გუნდში ძალიან გარემო განწყობა და ატმოსფეროა.

"გუნდში კარგი განწყობაა, რადგან მოვიგეთ პირველი შეხვედრა გიბრალტარის წინააღმდეგ. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა და ვფიქრობ, რომ დადებითად აისახება ხვალინდელ შეხვედრაზე. ბულგარეთი კარგი გუნდია, უხერხული მეტოქეა ჩვენთვის. რთულ თამაშს ველოდებით და ვფიქრობ, რომ, თუ ჩვენ თამაშს ვითამაშებთ, შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას", - ციტირებს სფფ-ის ვებგვერდი ზივზივაძის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 4:0 დაამარცხა, ხოლო ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიას შინ ვერ მოუგო (1:1). ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრებს ოქტომბრის შემდეგ თამაში არ წაუგია, ხოლო ბულგარეთის ნაკრებისთვის საპირისპირო ვითარებაა - არ მოუგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112589