ინგლისის ნაკრებმა ერთა ლიგაზე წარუმატებელი სტარტი აიღო და ე.წ. „სიკვდილის ჯგუფში“, სადაც მის გარდა, იტალია და გერმანია არიან, პირველ ტურში მარცხი განიცადა.
გარეთ საუთგეიტის გუნდი, რომელიც ევროპის ვიცე-ჩემპიონია, ბუდაპეშტში, ფურცელზე ჯგუფის ყველაზე სუსტ ნაკრებთან წააგო - უნგრეთთან.
მარკო როსის უნგრეთმა მართლაც შესანიშნავად ითამაშა და დამსახურებულად მოიგო. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის შუაწელს დომინიკ სობოსლაიმ პენალტით გაიტანა. სხვათა შორის, უნგრეთი გაცილებით ახლოს იყო მეორე გოლთან, ვიდრე ინგლისი გათანაბრებასთან.
სხვათა შორის, უნგრეთმა ინგლისი 1962 წლის მაისის შემდეგ პირველად დაამარცხა და ერთა ლიგა ისტორიული გამარჯვებით დაიწყო.