ფეხბურთი

22:26 | 4.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ „ბარსელონას“ აღზრდილით დაინტერსდა

ხვიჩა კვარაცხელიას (1 ივლისიდან) „ნაპოლი“ „უდინეზეს“ შემტევით, ჟერარ დეულოფეუთი დაინტერესდა. სამხრეთიტალიური კლუბი მზადაა ესპანელ ფეხბურთელს კონტრაქტი 2028 წლამდე შესთავაზოს. უახლოეს დღეებში ნეაპოლური გუნდის ხელმძღვანელები დეუსლოფეუს შეხვდებიან - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

28 წლის დეულოფეუ „უდინეზეში“ 2020 წლის ოქტომბრიდან თამაშობს. სერია A-ს მიმდინარე სეზონში მან 34 მატჩში 13 ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

დეულოფეუს კონტრაქტს „უდინეზესთან“ ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

შეგახსენებთ, რომ დეულუფეუ „ბარსელონას“ აღზრდილია.

0.118958