შვედეთის ნაკრების ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ გუნდს 9 ოქტომბერს, რუსეთთან გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება.
იბრაჰიმოვიჩს, ბოლო დროს, ტრავმა აწუხებს, რის გამოც, მან “პარი სენ ჟერმენის” ბოლო 4 თამაში გამოტოვა. ზლატანი შვედეთის ნაკრებს მაინც შეუერთდა, მაგრამ როგორც გაირკვა, ის გუნდს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ტურში, რუსეთთან ვერ დაეხმარება.
შვედეთი, 12 სექტემბერს, ლიხტენშტაინს უმასპინძლებს და ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა იბრა ამ მატჩში მონაწილეობას.