სხვა

21:05 | 4.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩხეიძის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ასპარეზობა 109 კგ. წონითი კატეგორიაში, სადაც გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით გიორგი ჩხეიძემ ატაცში 167/ 171/ 174 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს ნაკრების წევრმა აკვრაშიც შესანიშნავად იასპარეზა, 205/210 კილოგრამის ძლევით ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა,

ჩხეიძე იგივე სინჯის მედალს დაეუფლა ორჭიდში მოგროვილი 384 კილოგრამითაც.

0.113575