ფეხბურთი

17:20 | 4.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიბალასთვის "ტოტენჰემი" და "არსენალი" იბრძვიან

პაულო დიბალა, რომელიც 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი ხდება, შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

არგენტინელი ფეხბურთელით ლონდონური კლუბები, „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებული. დიბალასთვის ბრძოლაში ფავორიტად ისევ „ინტერი“ რჩება, მაგრამ არაა გამორიცხული მან საბოლოო გადაწყვეტილება პრემიერლიგის სასარგებლოდ მიიღოს და კარიერა ნისლიან ალბიონზე გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015-2022 წლებში თამაშობდა და 293 მატჩში 115 გოლი გაიტანა. იტალიურმა კლუბმა მასთან კონტრაქტის განახლება არ გადაწყვიტა და კლუბის დატოვება მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109461