ფეხბურთი

12:58 | 4.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი გაძვირდა

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის საბაზრო ღირებულება გაძვირდა.

Transfermarkt-მა ლა ლიგის ფეხბურთელთა მონაცემები განაახლა, რის შედეგადაც მამარდაშვილის ფასი გაორმაგა. თუ აქამდე გიორგი 5 მილიონი ევრო ღირდა, ახლა მისი ფასი 10 მილიონი ევროა.

მამარდაშვილი საქართველოში რიგით ყველაზე მეორე ძვირადღირებული ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, „ვალენსიაში“ - მერვე. მამარდაშვილი მსოფლიოში ფასის მიხედვით 860-ე ადგილზეა, ლა ლიგაში 122-ე საფეხურზე, 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში 68-ე პოზიციაზე, ხოლო მსოფლიოში მხოლოდ მეკარეებს შორის 43-ე ადგილი უკავია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა 2021-2022 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა ცხრაჯერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112414