სხვა

3:00 | 4.06.2022 | ნანახია 1424 - ჯერ

მარკესს მკლავზე წარმატებული ოპერაცია გაუკეთეს

მოტო გრანპრის ექვსგზის ჩემპიონს, ესპანელ მარკ მარკესს, ტრავმირებულ მკლავზე მეოთხე წარმატებული ოპერაცია გაუკეთეს. მარკესს იმედი აქვს, რომ სარბოლო ტრეკს 2023 წლის სეზონში დაუბრუნდება.

„რეპსოლ ჰონდას“ მრბოლმა ეს ტრავმა ესპანეთის 2020 წლის დიდი პრიზის დროს მიიღო. მასზე მესამე ოპერაცია 18 თვის წინათ გაუკეთეს. თუმცა ტრავმამ თავი ბოლო თვეებში რამდენჯერმე შეახსენა.

მოტო გრანპრის განცხადებაში ნათქვამია, რომ მარკესს მარჯვენა მკლავზე ოპერაცია შეერთებულ შტატებში, ქალაქ როჩესტერის (შტატი მინესოტა) მაიოს კლინიკაში გაუკეთდა. ექიმებმა გამოაცხადეს, რომ ოპერაცია წარმატებულია და მარკესის გამოჯანმრთელების პროცესი დაიწყო.

29 წლის მოტო მრბოლი ამერიკაში რამდენიმე დღით დარჩება, მერე კი ესპანეთში დაბრუნდება და რეაბილიტაციის კურსს დაიწყებს.

მარკესს ახლახანს, იტალიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლისას, მძიმე ავარია შეემთხვა. მაგრამ რბოლაში მაინც გამოვიდა და ფინიშს მე-10 ადგილზე მიაღწია. როგორც აღმოჩნდა, მიმდინარე სეზონში ეს მისი ბოლო გამოსვლა იყო.

0.083403
1424