ფეხბურთი

1:30 | 4.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ბულგარეთში ჩავიდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე შეხვედრას ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.

ვილი სანიოლის გუნდი 3 ივნისს თბილისიდან ქალაქ ვარნაში ჩავიდა. ჩვენი გუნდი მეორე ტურის მატჩისთვის თამაშის მასპინძელ ქალაქ რაზგრადში მოემზადება.

4 ივნისს, ბულგარეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები რაზგრადის ლუდოგორეც არენაზე ივარჯიშებენ. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მთავარი მწვრთნელების პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთში 29 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა. ​

საქართველოს ნაკრების სია ერთა ლიგის მატჩებისთვის

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 5 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ

NAKREBI.GE
0.112377