ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი გობეჯიშვილმა (96 კგ.) დაასრულა ასპარეზობა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 157/162 კგ. დაძლია და მე-5 ადგილი დაიკავა.
გობეჯიშვილმა აკვრაში თავი 186 კილოგრამს გაართვა და მე-11 ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 348 კილოგრამით კი მე-7 პოზიცია ერგო. აღსანიშნავია, რომ დიდებში ეს გობეჯიშვილის სადებიუტო გამოსვლა იყო.