ფეხბურთი

21:04 | 3.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გნაბრიმ "ბაიერნის" კიდევ ერთი შეთავაზება უარყო

სერჟ გნაბრი მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტის განახლებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ Bild-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, ფეხბურთელმა კლუბის მორიგი შეთავაზება უარყო. მიუნხენელებმა გნაბრის სეზონში 19 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ ფეხბურთელმა ასეთ ხელფასზეც უარი თქვა. თავის მხრივ, გერმანული გრანდი შეთავაზების გაუმჯობესებას არ აპირებს.

ამის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ კლუბი 26 წლის ფეხბურთელის გაყიდვას მიმდინარე ზაფხულს ეცდება, რომ შემდეგ ის უფასოდ არ დაკარგოს. გნაბრის ამ დროისთვის ლონდონის „არსენალსა“ და „ლივერპულს“ უკავშირებენ.

სერჟ გნაბრი „ბაიერნის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს და 171 შეხვედრაში 63 გოლი აქვს გატანილი.

0.119441