ფეხბურთი

17:10 | 3.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა

გიორგი მაკარიძეს „ალმერიასთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ესპანური კლუბი დატოვა. როგორც „ალმერიას“ განცხადებაშია აღნიშნული ქართველმა მეკარემ კლუბი აიტორ ბუნეულისა და ნელსონ მონტესთან ერთად დატოვა.

ესპანელებმა სამივე ფეხბურთელს მადლობა გადაუხადეს და წარმატებების უსურვეს. ჯერ უცნობია, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში 32 წლის მეკარე.

გიორგი მაკარიძე „ალმერიაში“ 2020 წლიდან ირჯებოდა და 38 თამაში ჩაატარა. 2020-2021 წლების სეზონში თუ პირველი მეკარე იყო, აწ დასრულებულ სეზონში სათადარიგო კიპერის სტატუსი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ „ალმერიამ“ ლა ლიგა 2 მოიგო და მომდევნო სეზონს ლა ლიგაში გაატარებს. გიორგი მაკარიძეს სხვადასხვა დროს „ლე მანში“, „დოქსაში“, „ფეირენსეში“, „მორეირენსეში“, „რიუ ავესა“ და „სეტუბალში“ უთამაშია, საქართველოს ნაკრებში კი 18 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121432