ფეხბურთი

13:55 | 3.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბაჯო: "სირცხვილია, რომ იტალიას მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ევროპის ჩემპიონობისთვის არ ერგო"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო ბაჯომ განაცხადა, რომ ზედიზედ 9 წელი ჩემპიონობა შემთხვევით არ ხდება და ახლა „იუვენტუსს“ ჩავარდნა რომ აქვს, ამაში საგანგაშო არაფერია. „მილანსა“ და „ინტერზე“ კი თქვა, რომ ჩემპიონობას ორივე გუნდი იმსახურებდა.

„წელს სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლომდე საინტერესო იყო „მილანისა“ და „ინტერის“ დამსახურებით. ორივე იმსახურებდა ჩემპიონობას. „ნაპოლის“ ჩემპიონობაც დამსახურებული იქნებოდა, რომელმაც რამდენიმე თვით ოსიმენი დაკარგა, ამ პრობლემის გარეშე, არ ვიცი, სეზონი როგორ დამთავრდებოდა. „იუვენტუსი“? ცოტათი ამოსუნთქვა სწორია. ზედიზედ 9 წელი გამარჯვება შემთხვევით არ ხდება“, - თქვა ბაჯომ.

იტალიელმა შემდეგ კომენტარი იტალიის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენაზეც გააკეთა:

„სირცხვილია, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს, როგორც ევროპის ჩემპიონი. წესები უნდა შეიცვალოს, ეს აბსურდია, ნამდვილი სიგიჟეა. მანჩინიმ რაღაც საოცარი სამუშაო გასწია და ამას პატივი უნდა ვცეთ, მან მუშაობა უნდა გააგრძელოს, როგორც აქამდე აკეთებდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებთან. ჩვენ გვყავს ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებსაც სერია A-ში სათამაშო დრო არ აქვთ და ეს ცნობილი პრობლემაა. მაგრამ იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე, როგორც ევროპის ჩემპიონი პირდაპირ უნდა მოხვედრილიყო, მე რომ ამ გუნდის წევრი ვყოფილიყავი, ამის გამო ძალიან გავბრაზდებოდი და ამ სიტუაციასთან შეგუება გამიჭირდებოდა“, - აღნიშნა ბაჯომ.

0.111948